საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სააგენტო “ინტერპრესნიუსს” უთხრეს, რომ სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ.
ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სოფლის გამგეობას მეწყრის შესახებ მესაზღვრეებმა აცნობეს, გამგეობამ კი მოსახლეობის ნაწილს სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.
• უკვე წლებია მიმდინარეობს დისკუსია მდინარე ნენსკრაზე საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე მზადაა. 280 მეგავატი სიმძლავრის „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას მესტიის რაიონში, საქართველოს მთავრობამ მწვანე შუქი 2015 წლის სექტემბერში აუნთო. მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ნენსკრაზე ჰესის აშენება ბუნებრივ კატასტროფას გამოიწვევს.