ჩრდილოეთ კავკასიაში სატვირთოების ათასობით მძღოლი ატარებს საპროტესტო აქციებს ახალი გადასახადების წინააღმდეგ
გაზიარება
გაზიარება
მძიმე სატვირთო მანქანების რამდენიმე ათასი მძღოლი აგრძელებს საპროტესტო აქციებს ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა წერტილში. აქციებში სულ 2 ათასი მანქანა და 3 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
ისინი ფედერალურ ტრასებზე 12 ტონაზე დიდი მასის სატვირთოების მოძრაობისთვის დაწესებული ტარიფის გაზრდას აპროტეტებენ.
მძღოლებმა განაცხდეს, რომ უარს ამბობენ ტვირთების გადატანაზე მანამდე, ვიდრე მთავრობა მათთან მოლაპარაკებას არ გამართავს და ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილებას არ გააუქმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აპირებენ, რომ რუსეთის ხელისუფლების გადადგომა მოითხოვონ.
მძიმე სატვირთო მანქანები – ჩრდილოეთი კავკასიის ქვეყნებში საქონლის მიწოდების და ასევე ამ რეგიონიდან პროდუქციის გამოტანის მთავარი საშუალებაა. გაფიცვის გაგრძელებას შეიძლება ეკონომიკური კრიზისი მოჰყვეს.
ახლა გაფიცულების შეკრების ადგილებზე პოლიციის ქვედანაყოფებს და რუსულ გვარდიას უყრიან თავს. ვითარებას ისიც ამ წვავებს, რომ სახელმწიფო არხების ეთერებსა და კონტროლქვეშ არსებული ადგილობრივი მედიით ეს მოვლენები პრაქტიკულად არ შუქდება.
ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე აქცია სრულიად რუსეთის მძღოლების გაფიცვის ნაწილია, რომელიც ამ დღეებში რუსეთის ბევრ რეგიონში ტარდება. მისი ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ საერთო ჯამში, აქციაში დაახლოებით 10 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ფედერალურ ტრასებზე მოძრაობის გადასახადის ამოღების სისტემა – სახელწოდებით „პლატონი“ – რუსეთში დაახლოებით ერთი წლის წინათ შემოიღეს. თანხის მოკრებას ახორციელებს არა სახელმწიფო სტრუქტურა, არამედ კერძო კომპანია, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ახლო მეგობრის, არკადი როტენბერგის კუთვნილებაა.
ერთი წლის წინათ ახალი გადასახადი უკვე იქცა პროტესტის მიზეზად, მაგრამ მაშინ ეს უშედეგოდ დასრულდა. ამჯერად პროტესტი ბევრად უკეთ არის მომზადებული, კოორდინირებული და პრინციპულად უფრო მასობრივ ხასიათს ატარებს.
შორსმავალი სატვირთოების აქციას სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა მოჰყვა:
„ისინი – სამოქალაქო ომის წინა ბუფერს წარმოადგენენ“
„ახლა გასაგებია, რომ 84 პროცენტი პუტინის მხარდამჭერი – გაბერილი რიცხვია“
აი, ვიღაც წერს: “ნახეთ სადამდე მივიდა ლიბიის, სირიის, ერაყის ქუჩებში მოქალაქეების გამოსვლა – სამოქალაქო ომამდე და სისხლისღვრამდე“. მოდით, წინადადება სწორად და ლოგიკურად ავაგოთ: „ნახეთ, სადამდე მივიდა ხელისუფლების მიერ მოქალაქეების საწინააღმდეგო რეპრესიები ლიბიის, სირიის, ერაყის ქუჩებში. სამოქალაქო ომამდე და სისხლისღვრამდე!“