ყურძნისა და ღვინის ფესტივალი აზერბაიჯანში - სახელმწიფო ღვინის ახალი ქარხნის რეკლამას ასპონსორებს
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანში ღვინისა და ყურძნის ფესტივალი მევენახეობისა და მეღვინეობის კომპლექს „შირვან შარაბლარის“ ტერიტორიაზე გაიმართა. როგორც მონაწილეები ჰყვებიან, ეს ღონისძიება, ფაქტობრივად, ღვინის ახალი საწარმოს რეკლამას წარმოადგენდა.
ღვინის საწარმო„შირვან შარაბლარი“ 2018 წელს გაიხსნა და ბაქოს მისამართზე დარეგისტრირდა, თუმცა შამაჰინის რაიონის სოფელ მეისარში (აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით) მდებარეობს.
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ქვეყნის პირველი ლედი გახსნასესწრებოდნენ, რასაც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული დიდი სტატია მიეძღვნა.
როგორც MeysariWines-ის Facebook– გვერდზე ცხადდება, ფესტივალი ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.
შამაჰა ბაქოდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ მონაწილეობის მსურველები იქ ავტობუსებით უფასოდ ჩაიყვანეს.
ფესტივალზე შესაძლებელი იყო ყურძნის უფასოდ ჭამა და ღვინის დალევა, ან მისი შედარებით იაფად ყიდვა. ასევე ბევრი სხვადასხვა სანახაობა და გასართობიც იყო.