თანამედროვე ხელოვნება კავკასიაში არქივი- 21.09.2017 ფილმი ოს მხატვარ ქალზე, რომელიც კონფლიქტის ზონაში, ქართულ სოფელში ცხოვრობს ნატალია შტიკოვა გაზიარება გაზიარება ეს ფილმი იმაზეა, თუ როგორ ცხოვრობს ოსი მხატვარი ევა ელიზაროვა-კუდუხაშვილი კონფლიქტის ზონაში, გორის რაიონის ქართულ სოფელში. რამდენიმე ციტატა ფილმიდან: “როდესაც ქართველებისა და ოსების დაპირისპირება დაიწყო, ჩემი ძმა ვლადიკავკაზში გაემგზავრა და ჩვენ მას ყველა ღირებული ნივთი გავატანეთ – ავეჯიც კი”. “მამაჩემის საფლავი საზღვრის იქითა მხარეს [სამხრეთ ოსეთში] დარჩა”. “სოფელში ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ამჟამად აქ ძალიან ცოტა ოსი დარჩა”. “ამ ეკლესიაში ხალხი იშვიათად დადის, რადგან ზედ საზღვარზეა და ეშინიათ, რუსებმა არ გაიტაცონ”. “გადავწყვიტე, შვილები არ გამეჩინა – ჩემი ცხოვრება ფერწერისთვის რომ მიმეძღვნა”. “ყოველთვის წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ვიღაც განუწყვეტლივ იღებდა ფილმს ჩემს შესახებ, და ამიტომ, ვცდილობდი, კარგად მოვქცეულიყავი და კარგად მესწავლა”. “ჩემი ნახატები კოსმოექსპრესიონიზმის ტექნიკით შესრულებული მშვენიერი, ფასადაუდებელი ფერწერის ნიმუშებია. ხატვის ეს სტილი თავად გამოვიგონე”.
CRRC: თუ EU შეაჩერებს უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა 51% პასუხისმგებლობას "ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს
"პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტი-ამერიკული შემობრუნება“ - ჰელსინკის კომისია მოსმენას გამართავს
აგვისტოს ომი, ვარდების რევოლუცია, ჩორჩანა და კახა ბენდუქიძე - გამოქვეყნდა თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისიის დასკვნა
სინდისის პატიმრების საქმე: სამ ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხუთს - 2 წლით. ანტონ ჩეჩინს კი 8 წლითა და 6 თვით
ბიზნესის მხარდაჭერა, ელექტროქსელების განახლება და შეღავათების გაზრდა - გუნბამ მინისტრთა კაბინეტს დავალებები მისცა