ორი მუშა დაიღუპა ტყიბულში, ღია წესით ქვანახშირის მომპოვებელ საბადოზე. შემთხვევა 2 ივნისს დილით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე ფეისბუკზე წერს, რომ შემთხვევა “ჯი აი ჯი ჯგუფის სალიცენზიო ზონაში” მოხდა, სადაც ნახშირს ღია კარიერული წესით სხვა 30-მდე წვრილი კომპანია მოიპოვებს.
ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე ერთი მუშა 2015 წლის თებერვალშიც დაიღუპა.