სხვა მონაცემები 2019 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ
• 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ეს 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.
• იმპორტის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო (1 816.1 მლნ აშშ დოლარი). შემდეგ მოდის რუსეთი (1 473.0 მლნ აშშ დოლარი) და მესამე ადგილზეა – ჩინეთი (1 086.3 მლნ აშშ დოლარი).
• 2019 წლის უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი (498.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (497.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (412.2 მლნ. აშშ დოლარი).
• 2019 წელს შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა – მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება.