ამ წუთებში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და ყარაბაღის თავდაცვის ჯარის პრესსამსახურებმა, თითქმის ერთდროულად განაცხადეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ცეცხლი ორმხივად ფრონტის მთლიან ხაზზე შეწყდა.
დღესვე ელოდებიან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრის შედეგებს. ჯგუფი გუშინ საგანგებოდ შეიკრიბა ვენაში პრობლემის მოგვარების გზების განსახილველად. ამის შესახებ ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე განაცხდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ჯეიმს უორლიკმა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.