სოფელ თაფ ყარაყოიუნლუს ისტორია
სოფელი თაფ ყარაყოინლუ სამხედრო ძალების გამყოფი ზოლის სიახლოვეს, სომხეთის სამხედრო ძალების პოზიციებიდან 300 მეტრში, ქალაქ ნავთალანის სამხრეთით მდებარეობს. ადგილობრივები სწორედ ნავთალანში ცდილობენ სამუშაოს შოვნას, როდესაც შინ ვერ საქმდებიან. ამ ქალაქშივე გახიზნა სოფლის მოსახლეობამ ბავშვები აპრილის დაძაბულობის დროს, მაგრამ მოზრდილების უმრავლესობა მაინც თაფ ყარაყოინლუში ცხოვრობს – ზოგი ‘წითელი ჯვრის’ კარვებში, ზოგიც – გადარჩენილ, ან ნახევრად დანგრეულ სახლებში.
ფაიკ მუსტაფაევი
სოფლის მასწავლებლის, ფაიკ მუსტაფაევის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას სახლი მეორედ დაუბომბეს – პირველად 2014 წელს სოფელ თაფში, მეორედ კი 2016 წლის აპრილში, სოფელ თაფ ყარაყოიუნლუში.
ზაქარია მუსტაფაევი
ზაქარია მუსატაფაევი ქალაქ ნავთალანში ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, მაგრამ 2007 წლის შემდეგ სამსახურს თავი დაანება. თუმცა, ახალი სამუშაო ადგილი ვერ მოძებნა და ძირითადად მეურნეობით იყო დაკავებული – საქონელს აშენებდა და ბაღს უვლიდა.
ანარ საფაროვი და ალიმა მამადოვა
• შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღის გამო, მოხდა 1991-1994 წლებში. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე-ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელსაც არ აღიარებს არც ერთი სახელმწიფო, მათ შორის სომხეთიც. აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს და მოითხოვს მათ დაბრუნებას.
• 2016 წელს გამწვავება კონფლიქტის ზონაში გაგრძელდა 2 აპრილიდან 5 აპრილამდე. 5 აპრილს მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მცირე მასშტაბით სროლები ისევ გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში.
• კონფლიქტის მხარეების ოფიციალური წყაროების ინფორმაცია წინააღმდეგობრივია და არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი და ვინ გამოეხმაურა. ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არც საერთაშორისო წყაროებს აქვთ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს