სომხეთში მოქალაქეების თითის ანაბეჭდებს ამომრჩეველთა ელექტრონულ სიებს დაურთავენ
გაზიარება
გაზიარება
დღეს სამთავრობო სხდომის მიმდინარეობისას გადაწყდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პოლიციისთვის 3 მილიონი დრამის (დაახლოებით 6 ათასი დოლარის) გამოყოფა, რაც აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის შეძენასა და ამომრჩეველთა თითის ანაბეჭდების ელექრონული ბაზის შექმნას მოხმარდება.
როგორც სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეგიაზარიანი აცხადებს, თითის ანაბეჭდების შესაბამის ელექტრონულ ბაზას ამომრჩეველთა სიას დაურთავენ.
პროგრამული ბაზის მიზანია – პოლიციის განკარგულებაში არსებული სომხეთის მოქალქეების ბიომეტრიული პასპორტებიდან და საიდენტიფიკაციო ბარათებიდან ამომრჩეველთა თითის ანაბეჭდების, ანუ მათი ნიმუშების, სათანადო ფორმატით ექსპორტირება.