სელფი ცნობილ ადამიანებთან ერთად სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს
გაზიარება
გაზიარება
სომხეთში დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
27 წლის წინათ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სსსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
საერთო სახალხო რეფერენდუმი სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ 1991 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმა მისცა მოქალაქეების 99%-მა. ორი დღის შემდეგ უზენაესმა საბჭომ სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. უკვე 1991 წლის ოქტომბერში დამოუკიდებელი სომხეთის პირველი პრეზიდენტი აირჩიეს. ის ლევონ ტერ-პეტროსიანი გახდა.
1992 წელს ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა. სომხეთის დამოუკიდებლობა ლიტვამ აღიარა. სომხეთის დამოუკიდებლობის პირველი წლები აზერბაიჯანთან ფაქტობრივი ომისა და მრავალრიცხოვანი ეკონომიკური პრობლემის გადალახვის პირობებში მიმდინარეობდა.
დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის ყველა რეგიონში აღნიშნავენ, მაგრამ ძირითადი დღესასწაული მაინც ერევანში ხდება. დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი მანქანების მოძრაობისთვის პრაქტიკულად გადაკეტილია. იქ დილიდან მიდიან ერევნის მაცხოვრებლები და სტუმრები. როგორც წინასწარ გამოცხადდა, ზედ მოედანზე მუშაობს გამოფენები, ორ სცენაზე ერთდროულად იმართება კონცერტები. ბავშვებმა მოედანზე დილიდან მრავალფეროვანი ცარცებით საკუთარი ნახატებით დამშვენებული „ხალიჩა“ მოხატეს.
სულ ქალაქში დაახლოებით 10 სცენაა მოწყობილი, სადაც კონცერტები მიმდინარეობს. საღამოს უკვე რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის ხელმძღვანელობა მივა. მოელოდნენ, რომ საზეიმო ღონისძიებებში სომხეთის სამივე პრეზიდენტი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა ლევონ ტერ -პეტროსიანმა, რობერტ კოჩარიანმა და სერჟ სარგსიანმა მიწვევაზე უარი განაცხადეს.
საზეიმო ღონისძიებების ჩამონათვალში ახალი ხელისუფლების სიახლედ იქცა „სელფის საათი“ გამოჩენილ ადამიანებთან. ეს სიახლე საგანგებოდ წინასწარ დააანონსა კულტურის მინისტრმა ლილიტ მაკუნცმა. მას არ უთქვამს, თუ რომელი ცნობილი ადამიანები მივიდოდნენ მოედანზე სელფის მოყვარულებთან ერთად ფოტოების გადასაღებად.
მაგრამ ღონისძიებამ მაინც ქვეყნის მრავალი მაცხოვრებელი დააინტერესა.