სომეხი მეწარმე ქალების ბიზნესის მხარდასაჭერად 16 მილიონი ევროა გამოყოფილი
გაზიარება
გაზიარება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ადგილობრივი კრედიტორების – ბანკი Ameria და Acba Credit Agricole -ის საშუალებით, პროგრამის „ქალები ბიზნეში“ ფარგლებში, ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიზნით, 16 მილიონ ევროს გამოყოფს, მათ ასევე შესთავაზებენ კონსულტაციებსა და ტექნიკურ თანადგომას.
პროგრამას „ქალები ბიზნესში“ აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპული კავშირი, შვედეთის ხელისუფლება, და ასევე ადრეული გარდამავალი პერიოდის ქვეყნების ფონდი.
„ქალთა მეწარმეთა საქმიანობის განვითრების მხარდაჭერა – რეგიონში ეკონომიკურიბ ზრდის წინაპირობაა. ქალთა სამეწარმეო საქმინობა – მნიშვნელოვანი შენატანია ეროვნულ ეკონომიკაში, და რიგი კომპანიებისა, რომლებსაც ქალები მართავენ უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ისინი, რომლებსაც მამაკაცები ხელმძღვანელობენ“, – თქვა სომხეთში შვედეთის სამეფოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მარგარიტა კრისტიანსონმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც პროგრამის ამოქმედებას მიეძღვნა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პროგრამას „ქალები ბიზნესში“ 16 ქვეყანაში ახორციელებს.