მეზემი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს და სომხური პოსტებისგან ერთი პატარა ტბა ყოფს. მზიან ამინდში მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.
სოფელ მეზემში 40-50 ოჯახი ცხოვრობს და ყაზახის რაიონის ერთ-ერთ ყველაზე პატარა დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. ადგილობრივ მოსახლეობას მიწათმოქმედებითა და მესაქონლწობით გააქვს თავი. მიწათმოქმედებსაც და მესაქონლეებსაც ტყვიების წვიმის ქვეშ უწევთ მუშაობა, იმიტომ რომ სოფელს ტბის მეორე მხრიდან გამუდმებით ბომბავენ. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, „ამათთვის გინდ დღე იყოს, და გინ ღამე – ისვრიან და მორჩა“.
ხალხი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ტყვიებისგან დამცავი ღობის აშენებას გეგმავდა, რაც, ბუნებრივია, სოფლის მოსახლეობას ძალიან უნდა. თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად რჩება.
საბავშვო მოედნის წინ დამაგრებულია დაფა: წითელი ჯვარი ირწმუნება, რომ აქ ყოფნა საშიში არაა, მაგრამ მოედნის კიდეებზე დგას დაფები, რომლებზეც აღნიშნულია, რომ ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.
მათი ყოფა მუდმივი რისკია – ისინი ტყვიების ზუზუნში ცხოვრობენ და მუშაობენ.
სოფლის სკოლის კედელი
‘უსაფრთხო საბავშვო მოედანი’.
• აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო დაწყებული დაპირისპირება 1991-1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დეფაქტო დამოუკიდებელი სახელწიფო, რომელსაც მსოფლიოს სუვერენული სახელმწიფოები (მ.შ. სომხეთი) არ აღიარებენ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს (რომლებიც ომის დროის დაიკავეს სომხებმა) საკუთარ მიწებად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას ითხოვს. • 2016 წელს კონფლიქტის ესკალაცია 2 აპრილიდან 5 აპრილამდე გრძელდებოდა. 5 აპრილს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ სროლები მცირე მასშტაბით მაინც გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. •ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტის მონაწილეების ოფიციალური წყაროები ავრცელებდნენ, ურთიერთგამომრიცხავი იყო და არ იძლეოდა იმის გარკვევის საშუალებას, თუ ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები და ვინ უპასუხა მტრის მიერ გახსნილ ცეცხლს. ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არც საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.