სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თემების ფინანსური დახმარება აზერბაიჯანში სამი წლის განმავლობაში სამჯერ შემცირდა
გაზიარება
გაზიარება
ოფიციალურად აღიარებული რელიგიური დაჯგუფებები სახელმწიფოსგან 1,8 მილიონ მანათს ( 1.05 მილიონი დოლარი) მიიღებენ.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 20 ივნისს გასცა განკარგულება.
განკარგულების თანახმად, კავკასიის მუსლიმთა სამართველო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ მანათს (588 ათას დოლარს) მიიღებს, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქია და მთიელ ებრაელთა ბაქოს საზოგადოება – თითოეული – 0,25 მილიონ მანათს (147 ათას დოლარს), 0,1-0,1 მილიონ მანათს(58.8 ათს დოლარს) მიიღებს სახელმწიფოსგან ევროპის ებრაელთა ბაქოს საზოგადოება, რომის კათოლიკური ეკლესიის სამოციქულო პრეფექტურა, ასევე ალბანო-უდინური ქრისტიანული თემი.
სამი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თემების ფინანსური დახმარება სამჯერ შემცირდა. შედარებისთვის, 2014 წელს სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური დაჯგუფებების დასახმარებლად 2,5 მილიონი მანათი (3,2 მილიონი დოლარი მაშინდელი კურსით) გამოიყო.
უდინები (თვითდასახელება უდები, უტები) – ერთ-ერთი უძველესი ერია აღმოსავლეთ კავკასიაში. ისტორიული ბინადრობის ადგილი – თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია. 2009 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, აზერბაიჯანში 4 ათასი უდინი ცხოვრობს, რომელთაგან უმეტესობა სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლია. აზერბაიჯანში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ალბანო-უდინური ავტონომიური ქრისტიანული ეკლესიის საქმიანობა აღდგა.