თბილისში, 26-27 მარტს, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, 26 მარტს განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი თემატური დეკორაციით მოირთვება. მთელი დღის განმავლობაში „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს შესთავაზებენ.
12:00 საათიდან უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები და მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ, კერძოდ, ისინი სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე, მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. დღის ბოლოს კი კონცერტი გაიმართება.
27 მარტს კი, ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის – საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები.კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში (და ასევე ამ ზონაში შესვლის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია) 180 დღეში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის უფლება და ასევე შეეძლებათ შენგენის ზონის ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობა;
იმ შემთხვევაში, თუ 90 დღეზე მეტხანს დარჩება, საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონიდან გამოაძევებენ. ჯერ დააკავებენ, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნებენ, რის შემდეგაც ის 5 წლის განმავლობაშისავიზო ლიბერალიზაციის ბენეფიტებით ვეღარ ისარგებლებს;
იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს, საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ბიომეტრიული პასპორტი, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი. ყველა ამ დოკუმენტს საქართველოს მოქალაქე წარადგენს საზღვარზე და არა საკონსულოში;
ვიზალიბერალიზაცია არ ეხება სამუშაო ან გრძელვადიან სასწავლო ვიზებს. ასეთი ვიზების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულოებს უნდა მიმართონ.
[/yes_list]
რაშემთხვევაშიშეიძლებაშეჩერდესუვიზომიმოსვლა?
[yes_list]
თუ არ ვითანამშრომლებთ რეადმისიაზე. შეთანხმება მიგრანტების უკან დაბრუნებაზე.
თუ საგრძნობლად გაიზარდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.
თუ საგრძნობლად გაიზარდება ევროკავშირის ტერიტორიის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები.