ბაქოს საგზაო პოლიციის მთავარმა სამმართველომ მძღოლებს პრესის საშუალებით მიმართა და სთხოვა მათ, რომ თავიანთი მანქანების გარეგნულ იერზე იზრუნონ და მანქანები სუფთა მდგომარეობაში ჰქონდეთ. საგზაო პოლიციის დაკვირვებით, ბოლო ხანს ქალაქის ქუჩებში იმდენად დაბინძურებული მანქანები დადის, რომ სანომრე ნიშნებიც კი არ უჩანთ. ეს ქალაქის ესთეტურ იერს აფუჭებს და მას ტურისტების წინაშე არცხვენს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ კოდექსში ამისთვის 40-მანათიანი ჯარიმაა გათვალისწინებული(დაახლოებით 24$).