„რუსთავი-2“ ქიბარ ხალვაშს არხის კოლექტივისთვის გადაცემას სთავაზობს. როგორც საგანგებო პრესკონფერენციაზე „რუსთავი-2“ -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ტელეკომპანიის თანამშრომლები და მფლობელები არ აღიარებენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კამონიერებას. თუმცა, ქიბარ ხალვაშს სთავაზობენ, ტელეკომპანიაზე მოპოვებული უფლება იმისთვის გამოიყენოს, რომ, თუ მას მართლაც ტელევიზიის შენარჩუნება სურს, ის საკუთრებაში კოლექტივს გადასცეს.
გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები მზად არიან, ამაში თანხაც გადაიხადონ. გვარამიას თქმით, ტელეკომპანია მუშაობას ჩვეული რეჟიმით არგძელებს.
მანამდე ქიბარ ხალვაშმა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, განაცხადა რომ „რუსთავი-2“ მისთვის „მატერიალურ ქონებას“ წარმოადგენს და არ აპირებს „მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი იყოს“. ხალვაშმა აღნიშნა, რომ „რუსთა -2“-ის გუნდთან დაკავშირებით „საწინააღმდეგო არაფერი აქვს“ და ცვლილებები იმაზე იქნება დამოკიდებული, „ვისთვის ვიქნებით მისაღები და ვინ დარჩება“.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 2 მარტს გვიან საღამოს საგანგებო განცხადება გაავრცელა უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა, ფაქტობრივად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედია გარემო თავისუფალი, ღია და პლურალისტური დარჩეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. უხზენაესი სასამართლოს დიდმა კოლეგიამ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფოლა და ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილი – ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტი შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.
„რუსთავი-2“-ის შენობასთან მისმა მხარდამჭერებმა კარვები გშალეს და დაშლას არ აპირებენ.