რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები აკრძალა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ორგანიზაცია “იეჰოვას მოწმეების მმართველობითი ცენტრი” ექსტრემისტულია და მისი მოღვაწეობა აკრძალა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ორგანიზაციის ლიკვიდაცია, მისი ქონება კი სახელმწიფოს გადაეცემა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
— “იეჰოვას მოწმეების მმართველობითი ორგანო” იეჰოვას მოწმეების ცენტრალური ორგანიზაციაა რუსეთში. მისი დახურვით, უზენაესმა სასამართლომ, ფაქტობრივად, ამ რელიგიის წარმომადგენლების მოღვაწეობა სრულად შეაჩერა.
— იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის საქმიანობა თავდაპირველად, მარტში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აკრძალა. სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაცია ექსტრემისტულ ლიტერატურას ავრცელებდა. ამის შემდეგ საქმემ უკვე სასამართლოში გადაინაცვლა.
წყარო: meduza.io
ფოტო: TACC