როგორ გამოიყენა მოსკოვმა "ყალბი ამერიკელები" აშშ-ის არჩევნებში ჩასარევად
გაზიარება
გაზიარება
Robert Galbraith / Reuters
2016 წლის 8 ივნისს აშშ-ის მოქალქემ, ვინმე მელვინ რედიკმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვებგვარდ dcleaks.com-ის გზავნილი, სადაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან მოპარული მასალები იყო განთავსებული.
რედიკმა, რომელიც მისი ექაუნთის მონაცემების მიხედვით, პენსილვანიაში ცხოვრობს, ამ გზავნილის გვერდით დაწერა: „ ეს ბიჭები სიმართლეს აქვეყნებენ ჰილარი კლინტონის, ჯორჯ სიოროსის და სხვა ამერიკელი ლიდერების შესახებ. ეს მართლაც საინტერესოა!“
მაგრამ რედიკის ფეისბუკის გვერდი ყალბი აღმოჩნდა. ამის რამდენიმე დამადსტურებელი ფაქტი არსებობს:
შტატ ინდიანას პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელსაც რედიკი თავის სასწავლებელ ადგილად მიუთითებდა, ამ სახელის სტუდენტი არ მოიძებნა;
რამდენიმე ფოტო, რომელიც მის გვერდზეა ატვირთული, ბრაზილიაშია გადაღებული, მაგრამ ეს მოგზაურობა გვერდზე არანაირად არ არის ნახსენები.
რედიკს არც ერთხელ არაფერი დაუწერია საკუთარ თავზე, ის მხოლოდ აშშ-ის მომავალი არჩევნების შესახებ წერდა, შემდეგ კი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობაზე.
როგორც The New York Times ირწმუნება, რედიკის ექაუნთი ერთ-ერთია ასეულობით, და შესაძლოა ათსობითაც იმ ყალბი ექაუნთებიდან, რომლებიც რუსმა ჰაკერებმა საინფორმაციო ომის გასამართად შექმნეს.
ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევა დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან მონაცემების მოპარვით და მათი გამოქვეყნებით არ ამოიწურება – იქმნებოდა და კვლავაც იქმნება არარსებული ადამიანების ექაუნთები, რომლებიც მწვავედ გამოდიოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ, ყალბ ინფორმაციას აქვეყნებდნენ, ან ემოციურად მხარს უჭერდნენ დონალდ ტრამპს, როდესაც ის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობდა.
გ აირკვა, რომ არარსებული ადამიანების მრავალი გვერდი ტვიტერშიც შეიქმნა. ამ სოციალური ქსელით რამეს პროპაგანდირება კიდევ უფრო ადვილია, ვიდრე ფეისბუქით – ტვიტერს არც ხელმომწერთა შეზღუდვა აქვს, და არც მომხმარებლის წინა ჩანაწერები ჩანს, როდესაც ის ამა თუ იმ ჰეშთეგს ყველაზე პოპულარულებს შორის აქვეყნებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკმარისია ბევრი ყალბი ექაუნთის შექმნა, რომლებიც თქვენთვის საჭირო ჰეშთეგს გამოაქვეყნებს – და ის ტვიტერის ქსელის ყველაზე პოპულარულებს შორის აღმოჩნდება.
აშშ-ის საპეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიება ამერიკულ მედიაში მუდმივად განიხილება. ყოველთვიურად ჩნდება ამ საქმის ახალი წვრილმანები. აშშ-ის კონგრესმა, რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედების მცდელობის გამო, უკვე შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.