რა დაგვამახსოვრდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან? ფოტოები და ისტორიები
დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც რუსეთში ტარდებოდა და რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. ფეხბურთის მოყვარულები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველობა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი იყო.
მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში დიდი ევროპული ქვეყნების ლიდერების უმეტესობა არ ჩავიდა (ერთადერთი გამონაკლისი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დასწრება ფინალზე, რომელშიც მისი ქვეყნის ნაკრები გავიდა).
მათი არგუმენტი ის იყო, რომ ჩემპიონატი ამაღლებს ვლადიმირ პუტინის რეიტინგს, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლებას ანტიკონსტიტუციური წესებით ინარჩუნებს.
დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსების მხრიდან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ასეთი ტოტალური იგნორირება პირველად მოხდა.
ჯემნიუსი Reuters-ის მიერ გადაღებული ფოტოების დახმარებით, ჩემპიონატის ყველაზე თვალსაჩინო მომენტებს იხსენებს.
მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის მიხედვით ისე განაწილდა , რომ ტურნირის უკვე მეორე დღეს ორი ფავორიტის თამაში შედგა. ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები ეჯიბრებოდა ესპანეთის ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია.
მატჩმა გულშემატკივრების ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. გუნდებმა გაიტანეს სამ-სამი გოლი, რომელთაგან ზოგი ძალიან ლამაზი იყო. კრიშტიანუ რონალდუმ (Cristiano Ronaldo) ჰეტ-ტრიკი გააფორმა, საბოლოო ანგარიში კი ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, ვიდრე პოტუგალელები ანგარიშის გათანაბრებას შეძლებდნენ.
ფოტოზე: კრიშტიანუ რონალდუ მსაჯ ცეზარ არტურო რამოსს Cesar Arturo Ramos) ეკამათება, მატჩი ურუგვაი-პორტუგალია, 2018 წლის 30 ივნისი, ქალაქი სოჭი. REUTERS/ToruHanai
გერმენელები, ექსპერტების წინასაწრი პროგნოზების თანახმად, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მსოფლიოს წინა ჩემპიონატში სწორედ მათ გაიმარჯვეს. და მაინც, გერმანიის გამოცდილმა ნაკრებმა პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.
ისინი პირველივე ტურში სენსაციურად დამარცხდნენ მექსიკის ნაკრებ გუნდთან. მეორე ტურში გაჭირვებით მოუგეს შვედებს, ხოლო როგორც აღმოჩნდა ჩემპიონატზე მათთვის საბოლოო მატჩში იაპონელების დამარცხება ვერ შეძლეს.
ფოტოზე: 2018 წლის 17 ივნისს გერმენია-მექსიკის მატჩის დროს ბერლინში ბრანდერბურგის კართან შეგროვილი გულშემატკივრები REUTERS/HannibalHanschke
ხორვატია ყოველთვის კარგ ევროპულ ნაკრებად მიიჩნეოდა, თუმცა, დიდ ტურნირებზე ფავორიტი არასდროს ყოფილა. ხორვატიის ნაკრების ისტორიაში აქამდე ყველაზე დიდი მიღწევა 20 წლის წინათ მსოფლიო ჩემიპნატში მოპოვებული ბრინჯაოს მედლები იყო.
ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩში დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ ხორვატები პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც დანიის, რუსეთისა და ინგლისის გუნდები დაამარცხეს, და თავის ისტორიაში პირველად მსოფლიო პირველობის ფინალში მოხვდნენ.
ფოტოზე: 2018წლის 11 ივლისს ზაგრებში გულშემატკივრები ხორვატია- ინგლისის ნახევარფინალს უყურებენ. REUTERS/AntonioBronic
პლეი-ოფის ყველაზე სანახაობრივ მატჩად იქცა მერვედფინალის თამაში, სადაც ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრები გუნდები შეხვდნენ. ამ მატჩში ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხანაც - მეორე, ორივე გუნდს ლამაზი გოლები გაჰქონდა და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. კადრში წამდაუწუმ ჩანდა ლეგენდარული არგენტინელი მოთამაშე დიეგო მარადონა, რომელიც სტადიონზე იყო და უაღრესად ემოციურად გულშემატკივრობდა საკუთარ თანამემამულეებს. საბოლოო ანგარიში - 4-3 ფრანგების სასარგებლოდ.
ფოტოზე: არგენტინელი მარკოს როჯო (Marcos Rojo) ბედნიერი იმით, რომ ნიგერია-არგენტინის მატჩში მეორე გოლი გაიტანა, სანკტ-პეტერბურგი, 26 ივნისი, 2018. REUTERS/HenryRomero
ჩემპიონატის დაწყებამდე რუსეთს ტურნირზე წარმოდგენილი გუნდებიდან FIFA-ს ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ამიტომაც, ის, რომ რუსეთის ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალში მოხვდა - უდავოდ მოულოდნელობა იყო.
ჩემპიონატის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან -ესპანეთის ნაკრებთან მოგება და ხორვატიის ნაკრებთან ღირსეული თამაში კი რუსული ფეხბურთის თანამედროვე ისტორიის საუკეთესო მომენტებად იქცა.
ფოტოზე: ესპანელი დიეგო კოსტა(Diego Costa) რუს სერგეი იგნაშვიჩთან ერთად (Sergei Ignashevich), ესპანეთი-რუსეთის მატჩი, 2018 წლის 1 ივლისი, მოსკოვი. REUTERS/CarlRecine
ეს ჩემპიონატი იქცა პირველ დიდ ტურნირად, სადაც მსაჯებმა გადაწყვეტილების მისაღებად ვიდეოგამორების გამოყენება შეძლეს. პრაქტიკულად ყველა მატჩზე იყო სადავო მომენტები, რა დროსაც არბიტრები ამ შესაძლებლობას მიმართავდნენ. ვიდეოგამეორებები ყველაზე ხშირად ხდებოდა გადამწყვეტი ფაქტორი იმ პენალტების დანიშვნისას, რომლებსაც შეიძლებოდა, თამაშის ბედი გადაეწყვიტა.