რას ვუყუროთ ამ ზამთარს
სერიალების მხრივ ზამთარში ცუდი მდგომარეობაა, სამაგიეროდ შობა და ახლი წელი – საუკეთესო დროა ახალი ფილმების გამოსასვლელად, როგორც ბლოკბასტერების, ისე საბავშვო და ოჯახური ფილმების
ანუ, რას უნდა ველოდოთ კინოთატრებისგან დეკემბერში?
1,2. საშინელებათა ფილმები
საშინელებათა ფილმები – გარანტირებული ოქროს შუალედია იმ კინოთეტრისთვის, რომელიც ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს. თანაც იშვიათად, რომ ჩავარდეს, თუნდაც იმიტომ, რომ “ბოევიკებზე” და საბავშვო ფილმებზე ბევრად იაფი ღირს. და ამიტომაც, ნებისმიერ თვეში რამდენიმე საშინელებათა ფილმი გამოდის ხოლმე.
ახალი წლის წინ გაქირავებაში ერთდროულად რამდენიმე საშინელებათა ფილმი გამოდის, მაგრამ ჩვენს კინოთეატრებამდე მხოლოდ რჩეულები თუ აღწევს. თუკი IMDB -ს მოსალოდნელობათა რეიტინგებს დავუჯერებთ, ამ ჟანრში ღირებული ფილმი სულ ორია.
პირველი, “ინკარნაცია”, გვიამბობს ექზორცისტი-ტელეპატის შესახებ, რომელიც მსხვერპლის გონებაში შეღწევით დემონებს ებრძვის.
ფილმის პრემიერა – 1 დეკემბერს.
მეორე ფილმი, “სიკვდილის სჩუქრები” – მორიგი ისტორიაა დაწყევლილ სახლზე, რომელიც საეჭვოდ იაფი ღირს. ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი წვრილმანის შეტყობის შემდეგ, ლეგენდარულმა Metallica-მ თავის საკულტო კომპოზიცია For Whom the Bell Tolls ამ ფილმისთვის “უსასყიდლოდ” გაიმეტა, რადგან თურმე ძალიან მოეწონათ სიუჟეტი. სიუჟეტი!
პრემიერა 15 დეკემბერს.
3,4. რომანტიკა და თავგადასავალი
ამ ზამთარს რომანტიკა და თავგადასავლები “ერთ რანგშია”. თუ კინოსაზოგადოების მოლოდინების რეიტინგებს დავეყრდნობით, დეკემბერში ორი ფილმი მაიც გვექნება ისეთი, რომლის ნახვაც ღირს.
პირველი ფილმი გადაიღო იმედისმომცემმა ნორვეგიელმა რეჟისორმა მორენ ტილდუმმა, რომელიც მანამდე უკვე წარმატებული “იმიტაციის თამაშების” ავტორი იყო. მისი ახალი ფილმი “მგზავრები” გვიამბობს ვარსკვლავთშორისი ექსპედიციის ორ წევრზე, რომლებიც კრეოძილიდან დროზე ადრე გამოფხიზლდებიან. ირგვლივ 5000 სხვა მგზავრია, წინ კი 90-წლიანი ფრენა, ზღვა სიყვარული და თავგადასავლები.
პრემიერა 22 დეკემბერს.
მეორე ფილმი ,”მოკავშირეები”, კიდევ უფრო მეტს გვპირდება. ჯერ ერთი, ამ ფილმში მთავარ როლებზე დაკავებულები არიან ბრედ პიტი და შეუდარებელი მარიონ კოტიიარი. მეორეც, ამ ფილმის რეჟისორია – თავად რობერტ ზემიკსი (“უკან მომავალში”, “ფორესტ გამპი”). მოქმედება მიმდინარეობს 1942 წელს, ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ჩრდილოეთ აფრიკაში. პიტი ამერიკელი მზვერავის როლს ასრულებს, კოტიიარი – ფრანგულის წინააღმდეგობის წევრის.
პრემიერა 1 დეკემბერს.
5. მთელი ოჯახისთვის
ფრანგული ფილმი “Demain tout commence” რუსული გაქირავებისთვის გადათარგმნეს როგორც “2+1”; როგორც ჩანს, ბრწყინვალე ფრანგულ კომედიასთან “1+1”-თან ანალოგიით მაყურებლის მიტყუებას ცდილობდნენ.
აქ მთავარი გმირს ბავშვს მიუგდებენ, და გმირიც მისი დედის ძებნაში სხვადასხვა თავგადასავალში ეხვევა.
პრემიერა 8 დეკემბერს.
6. ქალებისთვის
მესამე სურათი ახალგაზრდა ფრანგ რეჟისორს რებეკა ზლატოვსკის ეკუთვნის, რომელმაც უკვე მოასწრო რამდენიმე წარმატებული წმინდა ევროპული ფილმის გადაღება. მის “პლანეტარიუმში” ყველაფერია, რაც ქალს სჭირდება – 30-იანების პარიზი, მონმარტრის სახურავები, ცხელი ყავა ფუნთუშებით, სპირიტიზმის სეანსები და საიდუმლო. და ამ ყველაფერს ემატება ნატალი პორტმანი მთავარ როლში.
პრემიერა 1 დეკემბერს.
7.ბავშვებისთვის და დიდი ბავშვებისთვის
ფული ყველას სჭირდება, განსაკუთრებით აფრიკელ ბავშვებს და “დისნეის” სტუდიას, რომელმაც “ვარსკვლავური ომების” უფლება შეისყიდა.
“დევნილი-ერთი” – ახალი ფილმია “ვარსკვლავური ომების” ფრანჩიზაში, რომელიც ყოველწლიურად ახალი ფილმებით შეივსება. შარშან მასოფლიომ იხილა “ძალის გამოღვიძება”, რომლის სარეჟისორო სადავეები ჯ.ჯ.აბრამსს ეპყრა, რომელმაც სინამდვილეში სერიის პირველი ფილმის რიმეიკი გააკეთა (1977 წლის ნიმუში), სადაც ლიუკ სკაიუკერის ნაცვლად, კიდევ ერთი ჯაფარა ვიხილეთ.
ახალი ფილმის რეჟისორია – ვინმე გარეტ ედვარდსი, რომელიც ორი წლის წინათ “გოძილას” რიმეიკით გამოჩნდა. კომპოზიტორია -არანაკლებ ცნობილი მაიკლ ჯაკინო. და კიდევ, ამ ჯაფარას ასევე ლეგენდარული ფელისიტი ჯონსის სახე აქვს.
პრემიერა -15 დეკემბერს არის. შეგიძლიათ თუნდაც მხოლოდ “ვარსკვლავური ომების” ხათრით წახვიდეთ.
8. მხოლოდ ბავშვებისთვის
სრულმეტრაჟიანი მულტფილმი “მოანა” გვიამბობს პოლინეზიელი გოგონას ისტორიას, რომელიც ზორბა მავრ მეომრთან და მეორეხარისხოვან პერსონაჟ ცხოველებთან ერთად დაკარგული მშობლების საძებნელად მიდის, და წყნარი ოკეანის კუნძულიდან კუნძულზე მოგზაურობს.
პრემიერა გაიმართება 1 დეკემბერს.
9. კომედია
კომედიებთან დაკავშირებით (კარგ კომედიებთან!) საახალწლოდ ყოველთვის დაძაბულობაა. არა, რასაკვირველია, გამოდის ახალი “ნაძვისხეები”. მაგრამ ამას ჯობს, მოკვდე.
უკიდურეს შემთხვევაში (უაღრესად უკიდურესში), შეიძლება ნახოთ “ცუდი სანტას” გაგრძელება, რომელიც გაქირავებაში 22 დეკემბერს გამოვა.
10. უბრალოდ კარგი კინო
პირველად შვიდი წლის განმავლობაში ემირ კუსტურიცა სარეჟისორო სავარძელს უბრუნდება, და გვჩუქნის ფილმს ომის დროს ჩასახულ სიყვარულზე. ომი ბოსნიურია, მთავარ როლებში კი – თვით კუსტურიცა და თავად ბელუჩი.
ფილმი “ირმის ნაკვალევზე” გაქირავებაში 15 დეკემბერს გამოვა.
გამოქვეყნებულია 22.11.2016