ნიზამის ქუჩა ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “ტურისტული” ადგილია; ამიტომ კულტურის სამინისტრო ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც ამ ადგილას ნახატების გამოფენა მოაწყო. იმის გავითვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი დადის ამ ქუჩაზე, ყველაზე უფრო უბადრუკ გამოფენას, ან კონცერტსაც კი წარმატება უზრუნველყოფილი აქვს. შემთხვევითი მაყურებლები კიდევ უფრო მეტ შემთხვევით ადამიანებს იზიდავენ და ღონისძიებას “მასშტაბურს” ხდიან.
აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონის მკვიდრი მხატვრების ნახატების გამოფენის გარდა (ამ ნამუშევრების საერთო რაოდენობა კი 150-ს აჭარბებს), აქ შეგიძლიათ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მუსიკოსებსაც გაეცნოთ. მათ მოსმენას ბაქოელები და ქალაქის სტუმრები ყოველ პარასკევს, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეძლებენ. ნახატები აქტიურად არ იყიდება, მაგრამ ერთგვარი “რეგიონული” ფესტივალის მსგავსი კონცერტები ანშლაგებით მიმდინარეობს.
ვიდეო: ხალხური მუსიკის ანსამბლი სალიანის რაიონიდან