პოლიციის პოლკოვნიკი ერევნის ერთ-ერთ ბანკს თავს დაესხა
გაზიარება
გაზიარება
დღეს ერევნის ერთ-ერთ ბანკზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
თავდამსხმელი დანით, ყუმბარითა და პისტოლეტით იყო შეიარაღებული. ბანკში შეჭრის შემდეგ მან გარკვეული თანხა გაიტაცა და გაიქცა. თუმცა, დანაშაულის ადგილის სიახლოვეს შესაძლებელი გახდა მისი დაჭერა.
როგორც პოლიცია იუწყება, დაჭრილია ასევე ორი ადამიანი. მათ შორის – პოლიციელი და ბანკის თანამშრომელი. როგორც სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან, მამაკაცმა დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ის პოლიციაში მიიყვანეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე საგზაო პოლიციის სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული დანაშაულების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი დანიელ დანიელიანია.
მიმდინარეობს გამოძიება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა გაიტაცა პოლკოვნიკმა.