პოლიტიკური კარიერა სამხრეთ ოსეთში: ახალგაზრდების შეხედულება
ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივისტებმა უპასუხეს JAMnews-ის შეკითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიწყო პოლიტიკური კარიერა და გახდე წარმატებული სამხრეთ ოსეთში.
[su_heading size=”18″ margin=”50″]JAMnews: თუ თქვენ სამხრეთი ოსეთის ხელმძღვანელი ხართ –რა ძირითად ცვლილებებს შეიტანდით მის პოლიტიკურ მოწყობაში და რატომ? [/su_heading]
ასლანი (სახელი შეცვლილია), ეკონომისტი, ფინანსური აკადემიის კურსდამთავრებული:
„მთავარია ხელისუფლების ბუტაფორიულმა ორგანოებმა რეალური შინაარსი შეიძინოს. დღეს ყველგან თითს ზემოთ იშვერენ – ანუ, თქვენი საკითხები პრეზიდენტთან მოაგვარეთო. ეს მანკიერი, სამარცხვინო პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ხელისუფლების ყველა ორგანო – საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო რეალურად უნდა მუშაობდეს“.
ვიაჩესლავ ხოზიტი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ირი სომბონის“ დამფუძნებელი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კურსდამთავრებული:
„დღეს საკითხების უმრავლესობას, საკანონმდებლოდან დაწყებული და სასამართლო სისტემით დასრულებული, მთლიანად პრეზიდენტი არეგულირებს. ხელისუფლებამ მასშტაბური სასამართლო რეფორმა გამოაცხადა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მუშაობს, მის გარეშე კი, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პიარია, და სხვა არაფერი. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში, სრულფასოვანი არჩევნების ნაცვლად (ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელების), საეჭვო პრაიმერიზები ტარდება. და საბოლოოდ, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ისევ პრეზიდენტის მიერ ინიშნება”.
უფროსკლასელი გიორგი ცხოვრებოვი:
„მე, პირველ რიგში, ალანიის ჩრდილოეთსა და სამხრეთს გავაერთიანებდი. ეს ერთი და იგივე ხალხის ორი ნაწილის დაახლოების თანმიმდევრული და გონივრული პოლიტიკა იქნება, რაც აუცილებლად გამოიღებს სათანადო ნაყოფს, და სამომავლოდ ჩრდილოეთისა და სამხრეთის კულტურულ განვითარებაში სხვაობას წინ აღუდგება“.
[su_heading size=”18″ margin=”50″]JAMnews: რა მთავარი პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს სამხრეთ ოსეთს საშინაო პოლიტიკაში?[/su_heading]
ასლანი (სახელი შეცვლილია),ეკონომისტი, ფინანსური აკადემიის კურსდამთავრებული:
„საზოგადოების გაჯანსაღება. დღესდღეობით ის მთელი რიგი სნეულებებით არის დაავადებული. დაკარგულია იდელოგიური ორიენტირები, დაცემულია ზნეობა. ახალგაზრდობა, რომელიც ღირსეულ მაგალითს ვერ ხედავს, მორალურად დეგრადირდება. ეს ყველაფერი შესაძლებელია, რომ შეჩერდეს და ისევ აღდგეს ყველაფერი საუკეთესო, რაც ჩვენ ერს ახასიათებდა. ოღონდ საჭიროა მუშაობა“.
ვიაჩესლავ ხოზიტი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ირი სომბრონის“ დამფუძნებელი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კურსდამთავრებული:
„ძირითად პრიორიტეტებად უნდა იქცეს ჯანდაცვა, განათლება და ეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკა, კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა.
ასევე უნდა შეწყდეს მოსახლეობის ემიგრაცია, განსაკუთრებით – რაიონებიდან. რა უშლის ხელს ამ მიზნების მიღწევას?
არ არსებობს ეკონომიკური პროგრამა, სამაგიეროდ, არის ნეგატიური საინვესტიციო კლიმატი. არაგამჭვირვალე ტენდერები ან მათი სრული არარსებობა.დანგრეული ობიექტების აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალედ იღებენ.
ამის პირდაპირი შედეგია – კორუფციის მაღალი დონე“.
უფროსკლასელი გიორგი ცხოვრებოვი:
„ისევ და ისევ – ჩრდილოეთისა და სამხრეთის გაერთიანება. და ეს საკითხი იურისპრუდენციის სფეროდან არ არის, ეს პროცესი რაც შიძლება პრაქტიკული და რეალური უნდა გახდეს. და საჭიროა მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინება“.
[su_heading size=”18″ margin=”50″]JAMnews: რა პრიორიტეტები უნდა აირჩიოს სამხრეთ ოსეთმა საგარეო პოლიტიკაში?[/su_heading]
ასლანი (სახელი შეცვლილია), ეკონომისტი, ფინანსური აკადემიის კურსდამთავრებული:
„სამხრეთ ოსეთმა თავი უნდა ანებოს ჩვენი არაკეთილმოსურნეების ბრალდების დადასტურებას, რომ ჩვენ მარიონეტული რეჟიმის მქონე ოკუპირებული ტერიტორია ვართ. სამწუხაროდ, დღესდღეობით პერიოდულად მართლაც ვაძლევთ მათ სწორედ ამგვარი კლასიფიკაციის საბაბს.
რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ ჩვენ ოდნავ მოვდუნდით და გადავწყვიტეთ, რომ მომავალი სახელმწიფოსთვის ბრძოლა დასრულებულია. მაგრამ ეს ასე არ არის. გარდა ამისა, გვაბნევენ ჩვენი შიდა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხალხის დეზორიენტაციას ახდენენ და რუსეთის შემადგენლობაში ეფემერულად გაწევრიანებას ჰპირდებიან. ამით ისინი ძირს უთხრიან იმ ნიადაგს, რომელზეც მტკიცედ უნდა ვიშრომოთ და სახელმწიფო ალანია ავაშენოთ“.
ვიაჩესლავ ხოზიტი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ირი სომბრონის“ დამფუძნებელი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კურსდამთავრებული:
„ჩვენთვის აუცილებელია, აგრესიული, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით, საგარეო პოლიტიკა. სამწუხაროდ, 2011 წლის შემდეგ სამხრეთი ოსეთი არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია. ამავდროულად კი, საგარეო პოლიტიკის კონცეფცია ისევ არ შემუშავებულა. საჭიროა რუსეთთან უფრო მეტად ინტეგრაცია: საბაჟოების გაუქმება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამარტივება. ასევე პროდუქციის განუბაჟებლად შემოტანისა და გატანის შესახებ შეთანხმების ამოქმედება.
სამხრეთ ოსეთმა უფრო აქტიურად უნდა მიაწვდინოს ხმა საერთაშორისო საზოგადოებას ოსების გენოციდის საკითხებისა და მისი სახელმწიფოებრიობის სუვერენული უფლების აღიარების შესახებ. განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს ოსურ დიასპორებს , რომლებსაც საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა შეუძლიათ“.
უფროსკლასელი გიორგი ცხოვრებოვი:
„ჩვენ არამხოლოდ რუსეთთან უნდა გავიუმჯობესოთ დიპლომატური ურთიერთობები, არამედ სხვა ქვეყნებთანაც“.
[su_heading size=”18″ margin=”50″]JAMnews: როგორ უნდა გახდე სამხრეთ ოსეთში მოქმედი პოლიტიკოსი?[/su_heading]
ასლანი (სახელი შეცვლილია), ეკონომისტი, ფინანსური აკადემიის კურსდამთავრებული:
„დღეს საკმაოდ ადვილია, რომ პლიტიკოსი გახდე – მხოლოდ კონიუნქტურის მოქნილად ფლობაა საჭირო, დროულად შეიცვალო შეხედულებები და პრინციპები, საუკეთესო შემთხვევაში კი, ეს ყოველივე საერთოდ არ გაგაჩნდეს.
„ამის შესაცვლელად საჭიროა თანამდებობების უმრავლესობის კანდიდატებს ვირჩევდეთ, და არამხოლოდ პრეზიდენტსა და დეპუტატებს. ელექტორალური პროცესი ისევ ნამდვილი უნდა გახდეს“.
ვიაჩესლავ ხოზიტი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ირი სომბრონის“ დამფუძნებელი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კურსდამთავრებული:
„მოცემულ ეტაპზე წარმატებულ პოლიტიკურ მოღვაწეებზე ლაპარაკი, რომლებიც ხელისუფლებაში საზოგადოებრივი სექტორიდან ან დიდი ბიზნესიდან მოვიდნენ, შეუძლებელია“.
უფროსკლასელი გიორგი ცხოვრებოვი:
„იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში მოქმედი პოლიტიკოსი გახდე და გავლენიან პოლიტიკოსთა რიცხვში შეხვიდე – საჭიროა კარგად სწავლა, შენი სამშობლოს ისტორიის ცოდნა და საკუთარი აზრის დაცვის უნარი“.