ოსმა მოკრივემ მურატ გასიევმა სოჭში კუბელი დორტიკოსი დაამარცხა
გაზიარება
გაზიარება
დღეს ღამით სამხრეთ ოსეთში მურატ გასიევის გულშემატკივრები თავიანთი კერპის ბრწყინვალე გამარჯვებას ზეიმობდნენ. ისინი ცხინვალის ქუჩებში მანქანებით დადიოდნენ, ასიგნალებდნენ, ჰაერში ისროდნენ და ჩემპიონის სახელს სკანდირებდნენ.
ოსმა მოკრივემ სოჭში მსოფლიო საკრივო სუპერსერიის ნახევარფინალურ ბრძოლაში კუბელი მძიმეწონოსანი იუნიერ დორტიკოსი დაამარცხა. გასიევმა ბოლო წამებში დაანოკაუტა კუბელი, შემდეგ კი პირდაპირი მნიშვნელობით რინგიდან გადააგდო. გამარჯვებამ მურატ გასიევს ერთდროულად ორი ტიტული მოუტანა – IBF-სა WBA-ს ვერსიით ჩემპიონობა, და ასევე – 1,6 მილიონი დოლარი.
გულშემატკივრების ნაწილმა, რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მეთურობით, გასიევს გამარჯვება უშუალოდ წარმატებული ბრძოლის შემდეგ მიულოცა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მურატ გასიევმა მეტოქეს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა. „მადლობა იუნიერის გუნდს. მათ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს. იმედია, რომ ის ჯანმრთელადაა, და უფრო გაძლიერებული დაბრუნდება. ის მძიმე დარტყმის მქონე სერიოზული მოკრივეა. ჩვენს წონით კატეგორიაში ყველაფერი შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში თითოეული ჩვენგანის ასარგებლოდ დასრულებულიყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც მეხმარებოდა და მხარს მიჭერდა. იმედია, რომ ეს მხოლოდ დასასწყისია, და ჩვენ სულ წინ ვივლით“, – აღნიშნა მურატ გასიევმა.
მურატ გასიევს წინ WBSS ტურნირის პირველ მძიმე წონაში ბრძოლისთვის სერიოზული მზადება ელის, სადაც ის უკრაინელ მოკრივეს ალექსანდრ უსიკს შეხვდება. ფინალურ ბრძოლაში გამარჯვებული კიდევ 4 მილიონ დოლარს მიიღებს, დამარცხებული კი – 2 მილიონს. ფინალი მაისში ჯიდაში (საუდის არაბეთი) გაიმართება
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული.