მონტენეგროში შეუმდგარი გადატრიალების ორგანიზებაში რუსეთს ადანაშაულებენ
გაზიარება
გაზიარება
რუსეთის ხელისუფლება კავშირში იყო 2016 წელს მონტენეგროში პუტჩის მომზადებასთან. შეთქმულების მიზანს ბალკანური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა. ამის შესახებ კვირას, 19 თებერვალს განაცხადა მონტენეგროს საგანგებო პროკურორმა მილივოიე კატნიჩმა, რომელიც გასული წლის ოქტობერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გარემოებებს იძიებდა.
„ადრე ჩვენ გვქონდა მტკიცებულებები, რომ შეთქმულების მომზადების უკან რუსული ნაციონალისტური სტრუქტურები იდგნენ, მაგრამ ახლა ვიცით, რომ ამ ყველაფერში გარკევულ დონეზე რუსული სახელმწიფო ორგანოები იყვნენ ჩართული“, – განაცხდა პროკურორმა. როგორ „გერმანული ტალღა“ იტყობინება, კატნიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფომ გამოძიება უნდა ჩაატაროს და, არსებული დოკუმენტების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
გამოძიების მონაცემების მიხედვით, რომლებიც მათ შორის „მეგობრული ქვეყნების“, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, სამძებრო ორგანოების დახმარებით იქნა მოპოვებული, სერბი ნაციონალისტი ალექსანდრ სინჯელიჩი მოსკოვში იყო მიწვეული „რუსული სამხედრო სტრუქტურების“ წარმომადგენლის მიერ, რომელმაც სინჯელიჩს სთხოვა, მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლაში დახმარებოდა – სწორედ ეს იყო შეთქმულების ორგანიზების მიზეზიც, აღნიშნა კატნიჩმა.
მონტენეგროს პროკურატურა პუტჩის მომზადებაში 25 ადამიანს სდებს ბრალს. ძირითადად, ესენი სერბი ნაციონალისტები არიან. ასევე ძებნაშია ორი რუსი – ვალდიმირ პოპოვი და ედუარდ შიროკოვი (შიშმაკოვი) – როგორც ჩანს, მთავარი ორგანიზატორი. გასული წლის ოქტომბერში პუტჩის სავარაუდო მონაწილეების დაპატიმრების შემდეგ გამოქვეყნდა შეთქმულების მონაწილეთა გეგმაც, რომელიც მთავრობის რეზიდენციის დაკავებას, მთავრობის ზოგიერთი წამომომდგენლის დაპატიმრებასა და ლიკვიდაციასაც კი გულისხმობდა.
მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების ოქმს ბრიუსელში გასული წლის მაისში მოეწერა ხელი. 2017 წლის შუა თვეებში, ყველა პროცედურის გავლის შემდეგ ქვეყანას შეუძლია ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.