უახლოესი ორი თვის განმავლობაში მონტენეგრო ნატოს წევრობას აპირებს.
2017 წლის მაისში ბრიუსელში ნატოს მორიგი სამიტის ჩატარება იგეგმება. მონტენეგრო მოელის, რომ მანამდე ბალკანეთის ამ ქვეყნის წევრობის რატიფიცირებას ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა მოახდენს. ამის შესახებ განაცხადა მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრმა სრდჯანა დარმანოვიჩამ.
28-დან 27-მა მოკავშირემ უკვე მოახდინა ბალკანური ქვეყნის ნატოში შესვლის რატიფიცირება. დარჩა ესპანეთი. საჭიროა აშშ-ის დასტურიც, და 28 მარტს აშშ-ის კონგრესის სენატმა მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების რეზოლუცია მიიღო.
დრამანოვიჩას სიტყვებით, რუსეთი აქამდე ცდილობს ქვეყნის ალიანსში მიღების პროცესის ჩაშლას.
ადრე მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ბრიტანეთი და აშშ მონტენეგროში გადატრიალების შეუმდგარი მცდელობის მოწყობასთან რუსეთის კავშირის დამადასტურებელ ცნობებს ფლობენ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების ორგანიზების უკან რუსეთის მოქალქეები დგანან. თუმცა, არ ადასტურებენ, რომ ეს ორგანიზატორები რაიმე კავშირში არიან კრემლთან.
ასევე ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ მონტენეგროს ხელისუფლებამ ინტერპოლის ხაზით ძებნა გამოაცხადა რუსეთის ორ მოქალქეზე, რომლებიც ქვეყანაში შეიარაღებული გადატრიალების მოწყობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები.