მომავალ კვირას აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
გაზიარება
გაზიარება
27 აპრილს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.
ელმარ მამედიაროვი და ედვარდ ნალბანდიანი მომავალ კვირას ერთდროულად გაემგზავრებიან მოსკოვში. ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე იმსჯელებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საინფორმაციო სააგენტო АПА-სთან ინტერვიუში დაადასტურა უახლოეს ხანში სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა. მისი თქმით, „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის ფარგლებში, მოსკოვში შესაძლოა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგეს“.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრა 2016 წლის დეკემბერში ჰამბურგში გაიმართა.
მოლაპარაკებები ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, უკვე 25 წელიწადია, გრძელდება და ჯერ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
ბოლო ხანს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი – შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამ მოლაპარაკებებში წამყვანი შუამავლის როლს რუსეთის ფედერაცია იკისრებს.