მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა
გაზიარება
გაზიარება
მილი მეჯლისის წევრი, პირველი ლედი მეჰრიბან არიფ გიზი ალიევა დაინიშნა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად. ამის შესახებ განკარგულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამშაბათს, 21 თებერვალს მოაწერა ხელი.
აზერბაიჯანში 26 სექტემბერს ჩატრდა რეფერენდუმი კონსიტუციაში ცვლებების შეტანასთან დაკავშირებით. სხვა ცვლილებებს შორის მიღებული იყო გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის 5-დან 7 წლამდე გაზრდის, ქვეყნის მეთაურის კანდიდატებისთვის ასაკობრივი ზღვარის შემცირებისა, და ორი ვიცე- პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ.
თანამდებობიდან პრეზიდენტის ვადამდე წასვლის შემთხვევაში, მიღებული შესწორებების მიხედვით, სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე მისი უფლებამოსილებები გადაეცემა არა პრემიერ-მინიტრს, როგორც ეს წინათ იყო, არამედ პირველ ვიცე-პრემიერს, რომელიც ასევე მიიღებს უფლებას, საერთაშორისო დოკუმენტებს სახელმწიფოს სახელით მოაწეროს ხელი.