კორონავირუსი: 7 მარტის ინფორმაცია. ძირითადი ფაქტები და რიცხვები მსოფლიოსა და კავკასიაში
ძირითადი წყარო – CNN–ის ანგარიში
კორონავირუსით ინფიცირებული 102 188 ადამიანი მსოფლიოში, ასეთია 7 მარტის დილის მონაცემები – მას შემდეგ, რაც 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში პირველი შემთხვევები აღმოაჩინეს.
3 491 ადამიანი გარდაიცვალა.
57 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
• მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ გვერდზე
ყველაზე მეტად დაზარალდა ხუთი ქვეყანა – ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ირანი, იტალია, იაპონია:
• მატერიკული ჩინეთი: ინფიცირების 80 651 შემთხვევა, გარდაცვალების – 3070.
• სამხრეთი კორეა: 6 767 შემთხვევა, გარდაცვალების – 44 შემთხვევა.
• ირანი: 4 747 შემთხვევა, 124 – გარდაიცვალა.
• იტალია: 4 636 შემთხვევა, 197 გარდაიცვალა.
• იაპონია: 1 045 შემთხვევა (მათ შორის, საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე მყოფი ადამიანების ინფიცირების 706 შემთხვევა). 12 გარდაცვლილი.
• 2-წუთიანი ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან
•კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა. ერთმანეთს იდაყვებით, მუშტებით და ფეხებით ვესალმებით
• ყველაფერი კორონავირუსის შესახებ
სიტუაცია კავკასიაში
• აზერბაიჯანში ცხრა დადასტურებული შემთხვევაა, ყველა მათგანი ირანიდან ჩავიდა. აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი დაკეტა, მთელ ქვეყანაში დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები. მოქალაქეები კარანტინის ადგილებში არსებულ ანტისანიტარიასა და ელემენტარული პირობების არარსებობაზე საუბრობენ. პრობლემაა საპონსა და ანტისეპტიკებთან დაკავშირებითაც კი.
• სომხეთში ერთი დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებული ირანიდან დაბრუნდა სამშობლოში. სომხეთმა ირანთან სავიზო რეჟიმი დააწესა, დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები.
• საქართველოში 12 დადასტურებული შემთხვევაა. ორი ინფიცირებული ირანიდან ჩამოვიდა, დანარჩენების ისტორია იტალიასთანაა დაკავშირებული. საქართველომ ირანელებისთვის საზღვარი დაკეტა, ასევე დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები.
ნავთობის მოპოვებისა და მისი ფასის ექსტრაორდინარული შემცირება; ავიაკომპანიები მუშაობას აჩერებენ
• მორიგი ლაინერი გადაიყვანეს კარანტინზე, ამჯერად სან-ფრანცისკოს წყლებში. „Grand Princess“-ის ბორტზეა 3 ათასი ადამიანი, მათგან 21-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
• აშშ-ში, რამდენიმე უნივერსიტეტი, მათ შორის სტენფორდი, ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
• მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გლობალური ფორუმები გაუქმდა, დაიხურა გასართობი ცენტრები, თეატრები, კინოთეატრები, ეკლესიები და სხვა რელიგიური დაწესებულებები. ბევრი საზღვარი იხურება ან შეზღუდვები წესდება. ადამიანები დაგეგმილ მოგზაურობებს აუქმებენ. ავიაკომპანიები დიდ დანაკარგებს ნახულობენ, რის გამოც ზოგიერთმა მათგანმა თანამშრომლებს უხელფასო შვებულება შესთავაზა.
• ნავთობის ფასი 9 პროცენტით შემცირდა, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა. საუდის არაბეთმა, როგორც ოპეკის ჯგუფის ლიდერმა, სადაც ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები შედიან, თავის საკვანძო მოკავშირე რუსეთს, 2020 წლის ბოლომდე, დღეში წარმოების 2,1 მილიონი ბარელით შემცირება შესთავაზა.
• თუმცა, რუსეთმა გეგმის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, ეჭვქვეშ დააყენა ოპეკთან სამწლიანი ალიანსის მომავალი.