სანაპირო ქალაქ აშდოდში მიმდინარე გათხრების დროს აღმოჩენილია მოზაიკის კარგად შენახული ფრაგმენტი, იუწყება The Jerusalem Post.
ეს აგვისტოში მოხდა. გათხრებს თელავივისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების პროფესორები ხელმძღვანელობდნენ.
ისრაელის სიძველეთა სამმართველომ ამის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა.
ნაპოვნი მოზაიკის ფრაგმენტი შეიცავს ოთხსტრიქონიან წარწერას, რომელიც იმ ტაძრის ამგების ხსოვნას ეძღვნება, რომელსაც ეს მოზაიკა ამშვენებდა. ასევე, ქართული წელთაღრიცხვით, მითითებულია ტაძრის აგების თარიღიც. ეს თარიღი ჩვენი წელთაღრიცხვის 539-ე წელს შეესაბამება.
აშდოდი – საქრთველოდან ჩამოსული ებრაელების უდიდესი თემის ტრადიციულ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს.
ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ბიზანტიურ პერიოდში საქართველოდან ჩასულების ნაკვალევი არქეოლოგებს ადრეც აღმოუჩენიათ. აღმოჩენილი მოზაიკა – პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა იმის სარწმუნო დასტური მიიღეს, რომ თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე ქართული ეკლესია მდებრეობდა.
ამჟამად არქეოლოგები აშდოდში გათხრების გასაგრძელებლად სახსრების მოძიებას ცდილობენ.