ირანი დასავლური ბირთვული შეიარაღების საზოგადოების შეთანხმებას სრულად ტოვებს
გაზიარება
გაზიარება
ირანმა განაცხადა, რომ სრულად გადის დასავლური ბირთვული შეიარაღების საზოგადოების შეთანხმებიდან. მაგრამ, ამასთან, დასძინა, რომ თანამშრომლობა, შესაძლოა, გაგრძელდეს ირანისთვის სანქციების მოხსნის შემთხვევაში.
ეს შეთანხმება 2016 წელს, ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ, დიდი წვალებით გაფორმდა ირანსა და დასავლურ ექვს სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთს შორის. ის ითვალისწინებს ირანის მიერ უარის თქმას საბრძოლო ბირთვულ პროგრამაზე, ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად მოხსნის სანაცვლოდ.
ახლა ირანის ხელისუფლებას საკუთარი თავი ამ შეზღუდვებისგან თავისუფლად მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ირანს არ გამოუხატავს რაიმე განზრახვა ბირთვული შეიარაღების წარმოების დაწყების შესახებ, იტყობინება CNN.
იმავე დღეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავიდ ზარიფმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე საკმაოდ მშვიდობიან ტონში გამოაქვეყნა განცხადება.
„ირანი აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობას და JCPOA (ბირთვული შეთანხმების) ჩარჩოში დაბრუნდება მაშინვე, როგორც კი ქვეყანას ყველა სანქცია მოეხსნება“, – დაწერა მინისტრმა.
ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი შედეგია 3 იანვარს, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის, რომელიც ირანსა და მთელ ახლო აღმოსავლეთში ყველაზე გავლენიან პიროვნებად მიიჩნეოდა. მისი ლიკვიდაციის ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა.
ამ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით პრობლემები 2019 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღადგინა.
ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს ბაღდადში, ამერიკელების სარაკეტო თავდასხმის შედეგად მოკლული გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის პროცესიაში. 6 იანვარი, 2020. Nazanin Tabatabaee/WANA (West Asia News Agency) via REUTERS