ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს
გაზიარება
გაზიარება
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი მმართველი პარტია „იენი აზერბაიჯანის“ მიერ 2018 წლის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დასახელდა.
ამის შესახებ მმართველი პარტიის აღამსრულებელმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა ალი ახმედოვმა პირველ თებერვალს ახალგზდრდობის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდა აქტივისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ალიევის გამარჯვებაში წვლილს პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებიც შეიტანენ.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია კენჭისყრამდე 60 დღით ადრე იწყება, რაც ამ წელიწადს 17 ოქტომბერს ემთხვევა.
თუმცა, გასულ კვირას ოპოზიციურმა პარტია „მუსავათმა“ უკვე განცხადა საკუთარი გადაწყვეტილება, რომ არჩვნებზე პარტიის ყოფილი თავჯდომარის ისა გამბარის კანდიდატურას წამოაყენებს.
ცოტა ვინმეს თუ ეპატრებოდა ეჭვი, რომ ალიევი მეოთხე ვადით პრეტენდენტობას დააპირებდა, თუმცა არსებობდა ისეთი ვეერსიებიც, რომ მმართველი პარტიიდან მომვალ არჩვნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა იქნებოდა. მაგრამ, ამგვარ ჭორებთან დაკავშირებით არც მმართველი პარტიის წარმომადგენლები და არც თავად პირველი ლედი კომენტარს არ აკეთებდნენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ილჰამ ალიევს 2016 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ნებისმიერ დროს შეუძლია ძალაუფლება პირველ ვიცე-პრეზიდენტს გადასცეს.
57 წლის ილჰამ ალიევი უკვე ზედიზედ მეოთხედ სახელდება პრეზიდენტობის კანდიდატად. ის 2003 წლის აგვისტოში, მისი მამის ჰეიდარ ალიევის ავადმყოფობის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მპოვალეობის შემსრულებელი გახდა.
2009 წელს საკონსტიტუციო რეფერენდუმით გაუქმდა ორ ვადაზე მეტ ხანს ერთი პირის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის შეზღუდვა.
2016 წელსსაკონსტიტუციო რეფერენდუმზე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა. არიგად, გამარჯვების შემთხვევაში, ილჰამ ალიევის აზერბაიჯანის ხელისუფლების სათავეში ყოფნამ, შესაძლოა, სულ ცოტა, 2025 წლამდე გასტანოს.