თურქეთი საბერძნეთს ტერორიზმთან ბრძოლის სურვილის არქონაში ადანაშაულებს
გაზიარება
გაზიარება
თურქეთის ხელისუფლებამ საბერძნეთს ტერორიზმთან ბრძოლის სურვილის არქონაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც საბერძნეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის მოწყობის მცდელობის შემდეგ გაქცეული რვა თურქი სამხედროს თურქეტში ექსტრადირებაზე უარის შესახებ .
“ ჩვენმა მოკავშირემ და მეზობელმა – საბერძნეთმა, კიდევ ერთხელ არ დაიცვა ტერორიზმთან ბრძოლის საფუძვლები“, – ნათქვამია თურქეთის სგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ანკარა ათენს ასევე ულტრამემარცხენე და ქურთული დაჯგუფებების იმ წევრთა შეფარებაში ადანაშაულებს, რომლებმაც თურქეთში თავდასხმები განახორციელეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებძალისხმევას, რათა მეამბოხეების გადმოცემას მიაღწიოს და ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.
თურქეთის ხელისუფლება სამხედროებს გადატრიალების მოწყობის მცდელობასთან კავშირში ადანაშაულებს და მათ გადმოცემას ითხოვს. საბერძნეთში ვერტმფრენით გაქცეული რვა სამხედრო თავის დანაშაულს უარყოფს და ირწმუნებიან, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
როგორც ВВС იტყობინება, მოსამართლე გიორგი საკკასმა, სასამართლოს გადაწყვეტილების წაკითხვისას განაცხადა, რომ არსებობს ალბათობა, რომ თურქეთის სასამართლო მათდამი უსამართლო იქნება.
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში გასული წლის 15 ივლისს მოხდა. ამბოხებულმა სამხედროებმა მთავარი ქუჩების, ხიდებისა და სტამბულსა და ანკარაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობის თავიანთ კონტროლქვეშ მოქცევა რამდენიმე საათით შეძლეს. მაგრამ ამბოხება სწრაფად ჩაახშვეს, მისი მონაწილეები კი დააპატიმრეს.
პუტჩის შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა და მისი ექსტრადიცია მოითხოვა.
ძიების მიმდინარეობისას თურქეთში ათასობით ადამიანი დააკავეს. დაპატიმრებულები მათი უფლებების დარღვევასა და წამების შემთხვევებზე ჩიოდნენ.