ამ დოკუმენტურ ფილმს “გოუჯგუფი” ორი თვის განმავლობაში იღებდა. ზუსტად ორი თვე სჭირდება თეთრი ნაბადის დამზადების სრულ პროცესს დაწყების მომენტიდან საბოლოო სახემდე.
ნუცა ქარდავა და ელისო ჭიღაღუა უკანასკნელი ოსტატები არიან, რომლებიც სოფელ ჭყვარელში, წალენჯიხის რაიონში ცხოვრობენ. მათ ნაბადი კამერების წინ მოამზადეს. გადაღებულია ყველა მომენტი.