“25 დეკემბრის ღამით თბილისში „დინამო არენას“ მიმდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაზარალებული – ქალი მძიმე მდგომარეობაშია. დაზარალებულები და დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ამ ღამით საქართველოს დედაქალაქში ასევე იწვოდა სასტუმრო Rooms Tbilisi, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ამ ხანძრის დროს არავიან დაზარალებულა.