„რასაც ის აკეთებს, ეს ქართველი ხალხისთვისაც სახეში შეფურთხებაა და უკრაინელი ხალხისთვისაც – მოედნიდან მოედანზე დაძრწის და გაჰყვირის, – უკრაინელი ვარო. ამას როგორ იტანთ? გული მიკვდება“.
სირიის შესახებ
„თუ ჩვენ ისლამური სახელმწიფოს განადგურებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა თავისი ამოცანა შეასრულა. საერთო ჯამში, ისლამური სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური ფორმირება და ფენომენი, განადგურებულია. გასაგებია, რომ სირიაში ისლამური სახელმწიფოს გარკვეული ძალები ისევ არიან, მაგრამ ეს უმნიშვნელო ძალაა – მთავარი მარცხი მათ უკვე იგემეს“.
„ჩემი ინიციატივა იყო, რომ პოლიციელებად იქ ჩრდილოეთ კავკასიელები გამეგზავნა, რადგან ისინი ძირითადად სუნიტები არიან და ადგილობრივი მოსახლეობა მათ ენდობა“.
სირიელი დევნილების შესახებ
„ეს პრობლემაა, რომლის გამოც ყველაზე მეტდ თურქეთი ზარალდება, ვინაიდან იქ ყველაზე მეტი დევნილია. საეჭვოა, რომ სირია ამას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, მაგრამ დღეს ამ დაშტამპულ ფრაზებს არ შევუშინდები, და ვიტყვი – მთელი მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები უნდა ხვდებოდნენ, რომ ამ საკითხს თუ ერთობლივად არ გადავჭრით, ეს მათ პრობლემადაც იქცევა“.
უკრაინაში რუსული ჯარის შესახებ
„არასდროს გვითქვამს, რომ იქ (უკრაინაში) არ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული საკითხების გადაჭრით არიან დაკავებულნი, მათ შორის სამხედრო სფეროშიც, და ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ რეგულარული რუსული ჯარი დგას, იგრძენით განსხვავება“.