„ეს რაღაცაა, ეს საოცრებაა, ხალხო“. სააკაშვილმა უკრაინაზე ფილმის შესახებ თიზერი გამოაქვეყნა
უკრაინელმა პოლიტიკოსმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის მომავალზე თავისი ფილმის 13 წუთიანი შავი მასალა, როგორ ხედავს ის მას.
ფილმი რამდენიმე ნაწილისგან შედგება – ახალ სახელმწიფოზე, ეკონომიკაზე, არმიაზე, გეოგრაფიაზე, ტექნოლოგიაზე და უკრაინელ ხალხზე.
„ჯერ ეს ძალიან გაუშალაშინებელი, შავი მასალაა, მაგრამ როცა მას დაამთავრებენ, ვფიქრობ, ძალიან შემეცნებითი გამოვა“, – დაწერა მან.
როგორც უკრაინული მედია წერს, გადაღებები მიმდინარეობდა შავი ზღვის სანაპიროზეც, ზატოკასა და სერგეევკაში. სააკაშვილი ყვება ბიზნესმენების სამოთხეზე, რომელიც ამ რაიონში შეიძლება მოეწყოს – აშენდეს სასტუმროები, კაზინოები, შეიქმნას ათობით ათასი სამუშაო ადგილი.
განსაკუთრებული პოპულარობა ერგო ვიდეოს იმ ნაწილს, სადაც სანაპიროზე მოსეირნე სააკაშვილი, რომელიც ყვება ოდესის ანტალიად გადაქცევის პერსპექტივაზე, სველ ქვიშაზე ეცემა.
სააკაშვილის ქვიშაზე დაცემის ვიდეო ქართული ფეისბუკის ჰიტად იქცა. განიხილებოდა ყველაფერი – კლიპის იდეიდან შესრულებამდე.
ყველაზე ყურადღებიანებმა შეამჩნიეს, რომ სააკაშვილს სეირნობის დროს და ქვიშაზე დაცემისას სხვადასხვა ფერის შარვალი აცვია.
დაიწყეს მემების და ქოუბების შექმნა.
ყველაზე პოპულარულები აღმოჩნდა სერიალ LOST-ის მოტივებზე:
მაიკლ ჯექსონის მუსიკაზე:
და უიტნი ჰისტონის მუსიკაზეც კი:
აქ კი მასზე კოზა ნოსტრა ნადირობს: