დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩეჩენ ლგბტ პირებს დაეხმარება
გაზიარება
გაზიარება
პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარალამენტარების მოთხოვნის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომლებიც ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნას ეხება.
ლონდონი რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს მუდმივად უბრუნდება სექსუალური უმცირესობების უფლებების საკითხს. თავის დროზე შეშფოთება არასრულწლოვნებს შორის არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვის კანონმა გამოიწვია. ამჯერად დიდი ბრიტანეთს ჩეჩნეთიდან მიღებული სიახლე აშფოთებს, სადაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, სექსუალური უმცირესობების მიმართ რეპრესიები დაიწყო.
ბრიტანეთის პრემიერი ირწმუნება, რომ ხელისუფლება სასწრაფო ზომებს იღებს იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება კავკასიის რეგიონში ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსსექსუალების თემისთვის ყველაზე ეფექტური მხარდაჭერის გაწევა. თუკი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში სიტუაცია არ შეიცვლება, ტერეზა მეი რუსეთში უცხოელი დიპლომატების ერთობლივ დემარშს არ გამორიცხავს, – იუწყება გაზეთი Independent.
მაისში გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს სთხოვა, რომ ჩეჩნეთში გეების დევნის სიტუაციაში ჩარეულიყო. თავის მხრივ, რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკანონო დაკავებების თაობაზე ყველა ბრალდებას უარყოფდა.