გასულ წელს აზერბაიჯანში ჰეპატიტის ვირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანში გასულ წელს ჰეპატიტის მწვავე ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 18, C ჰეპატიტის ვირუსით კი – 11 ადამიანი. ეს მონაცემები სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტს ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მოჰყავს.
2016 წელს აზერბაიჯანში დარეგისტრირებული იყო ჰეპატიტის ვირუსებით (A,B,C და სხვა ფორმის) დაავადებული 319 ავადმყოფი. მათ შორის 126 ავადმყოფს აღმოაჩნდა მწვავე B ჰეპატიტი, 120-ს კი მწვავე ჰეპატიტი. ავადმყოფების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 30% ქალია, ხოლო 10% -17 წლამდე ბავშვი, – იუწყება სააგენტო Report.
ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ჰეპატიტით დარეგისტრირებული ავადმყოფების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. ამგვარად, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2014 წელს აზერბაიჯანში 242 B ჰეპატიტით , და 181 С ჰეპატიტით დაავადებული ავადმყოფი იყო