ბაქოში ხუთი ევროპული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების მონაწილეობით "ახალგაზრდა ლიდერების გლობალური ფორუმი" ტარდება
გაზიარება
გაზიარება
ოთხი დღის განმავლობაში ბაქოში “ახალგაზრდა ლიდერების გლობალური ფორუმი” ჩატარდება. ფორუმის მუშაობაში დაახლოებით 50 წამყვანი ახალგაზრდა ლიდერი და მთელი მსოფლიოს მკვლევრები მონაწილეობენ, ასევე 20 მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის – სხვადასხვა ქვეყნის ხუთი ყოფილი პრეზიდენტი და მათი ოჯახის წევრები.
ფორუმი დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ, ნიზამი განჯევის სახელობის საერთაშორისო სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით არის ორგანიზებული.
ფორუმის თემებს შორისაა: “რას ნიშნავს ჩემთვის ლიდერობა?”, “როგორ შეიძლება ლიდერობის სწავლა?” და “განსხვავდება თუ არა მამაკაცისა და ქალის ლიდერობა?”, “აჩვენებს თუ არა კულტურა სხვადასხვა გზებს”.
ფორუმში მონაწილეობს ბულგარეთის ექს-პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი, სერბეთის ექს-პრეზიდენტი ბორის ტადიჩი, ხორვატიის ექს-პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი, ლატვიის ექს-პრეზიდენტი ვლადის ზატლერსი, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზლატკო ლაგუმძია, ისრაელის ექს-პრეზიდენტი დალია იციკი, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხიკმეტ ჩეტინი. ყველა მათგანი ორშაბათს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო.
გარდა ამისა, ბაქოში ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ მაკედონიის, მონტენეგროს პრეზიდენტების, ასევე ალბანეთის, ანდორის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, ლატვიისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შვილები.
ფორუმის მუშაობაში მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შვილების მონაწილეობამ სოციალურ ქსელებში გაუგებრობა გამოიწვია. ზოგიერთმა კომენტატორმა ეს “ნეოფეოდალიზმად” შეაფასა.