აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოვლენა – ყოველწლიური ჯაზ-ფესტივალი.
ბაქოს საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი პირველად 2005 წელს გაიმართა. წელს ფესტივალი 20-დან 28 ოქტომბრამდე ჩატარდება. ფესტივალზე გამოვლენ გერმანელი, შვედი, შვეიცარიელი, ნიდერლანდების, ისრაელის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მუსიკოსები.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსი – “I am Jazzman!”, აზერბაიჯანული ჯაზის დღეები, ბავშვთა ჯაზის კონცერტი, სამხატვრო გამოფენები, მასტერ-კლასები და სხვა ღონისძიებები.
წელს ფესტივალი გაიხსნება კორაზე (აფრიკული 21- სტრუნიანი მუსიკალური საკრავი) ვირტოუზული დამკვრელის, გვინეელი მუსიკოსის, სეკოი კუიაიტის ( Sekou Kouyate) კონცერტით, რომელსაც „აფრიკელ ჯიმი ჰენდრიქსს“ უწოდებენ.
აზერბაიჯანული ჯაზი – ეთნო ჯაზის ნაირსახეობაა, რომელიც ტრადიციული ახალ-ორლეანური ჯაზისა და აღმოსავლური მუღამის სინთეზს ეფუძნება. ამ სტილმა კომპოზიტორისა და პიანისტის, ვაგიფ მუსტაფაზადესა და მისი ქალიშვილის აზიზას წყალობით გაითქვა სახელი.
ჯაზის აზერბაიჯანელი შემსრულებლები მრავალი საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალისა და კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები არიან.