ბაქოში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა, რომელიც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გაიმართა
გაზიარება
გაზიარება
თაბაქოში, პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა, რომელიც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდა აქტივისტმა გამართა.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს გაიმართა. გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“. ეუთომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს არადემოკრატიული უწოდეს. დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა უამრავი სხვადასხვა სახის დარღვევა დააფიქსირეს.
აქციის მონაწილეები დარღვევების სამართლიანად გამოძიებას ითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ დეპუტატობის ყოფილი კანდიდატები, ჟურნალისტები და აქტივისტები. პოლიციამ აგრესიულად შეყარა მომიტინგეები ავტობუსებში და წაიყვანა, თუმცა არ უთქვამთ, სად.
ქალაქის ცენტრთან ახლოს, ავტობუსი გაჩერდა და აქციის მონაწილეები გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში წაიყვანეს, რადგან ეჭვი ნეკნის მოტეხვასა და ტვინის შერყევაზე ჰქონდათ.