კომპანია Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა ტვიტერისა და ინსტაგრამის საკუთარ გვერდებზე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის ახალი მოდელის ფოტო გამოაქვეყნა, იუწყება CNN
ის $35 000 ეღირება – წინა მოდელზე ორჯერ უფრო იაფი, რაც ახალ Tesla-ს მყვიდველებს შორის დიდ წარმატებას უქადის.
ჯერეჯრობით პროგნოზები მართლდება. როდესაც ერთი წლის წინათ კომპანიამ ახალი მოდელის გამოშვების გეგმის შესახებ განაცხადა, მან მსურველებს მისი შეძენის უფლების მისაღებად $ 1 000 ოდენობის დეპოზიტის შეტანა შესთავაზა. რამდენიმე საათის განმავლობაში 300 000 ადამიანისგან შემდგარი რიგი შეიქმნა. Tesla-მ ყველა გააფრთხილა, რომ მის პრდუქციაზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას მხოლოდ 2018 წლის ბოლოს შეძლებს.
Tesla-ს ახალი მოდელის პირველი მფლობელი თავად ილონ მასკი გახდება. დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ასეთი შენაძენის უფლება იყიდა, და მასკს მისი დაბადების 46 წლის აღსანიშნავად სერტიფიკატი საჩუქრად გადასცა.