აფხაზეთში საქართველოსთან ომში გამარჯვებასა და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ფოტორეპორტაჟი
ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews
დღეს, 30 სექტემბერს, აფხაზეთში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღეს აღნიშნავენ.
როგორც სოხუმის მაცხოვრებლებმა JAMnews-ს უთხრეს, ის დღესასწაულებს შორის ყველაზე ღირსშესანიშნავია.
ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews
30 სექტემბერი – ეს ის დღეა, როდესაც 24 წლის წინ, 1993 წელს აფხაზეთის ჯარი ენგურის ხიდთან მივიდა და იქ დროშა ააფრიალა – ეს დღე აფხაზეთში ოფიციალურად დიდხანს იწოდებოდა „1992-1993 წლების სამამულო ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების დღედ“. შემდეგ პარლამენტში ახალი გადაწყვეტილება მიიღეს და 30 სექტემბერს აფხაზეთში ყოველთვის „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღეს აღნიშნავენ.
ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews
ამ ომში პრაქტიკულად ყველა აფხაზურმა ოჯახმა განიცადა დანაკარგი – ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აფხაზური მხრიდან დაახლოებით 400 ათსი ადამიანი დაიღუპა. საქართველოს ჯარმა სრულად გადაწვა სახელმწიფო არქივი და აფხაზეთის ენის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტი.
ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews
ამ დღეს საზეიმო ღონისძიებები აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ძეგლებთან გვირგვინების მიტანით იწყება. ასეთი ძეგლები აფხაზეთის თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში დგას. როგორც წესი, მათ დასადგმელად სახსრები თავად რესპუბლიკის მაცხოვრებლებს შორის გროვდებოდა.
ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews
მთელი რესპუბლიკის ქუჩებში გამოფენილია დროშები და აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას პორტრეტები, რომლის სახელსაც უკავშირდება გამარჯვება, ასევე ომის გმირების გადიდებული ფოტოები.
ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews
წელს ტრადიციულ ღონისძიებებს კიდევ ერთი აქცია დაემატა – „აფხაზეთის უკვდავი პოლკი“ – ომში დაღუპულთა ნათესავებმა ცენტრალურ ქუჩებზე თავიანთი ახლობლების პორტრეტებით გაიარეს.
ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews
ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews
ს ექტემბრის თვეს 1992-1993 წლების საქრთველო-აფხაზეთის კონფილქტთან დაკავშირებული რამდენიმე სამხსოვრო თარიღი უკავშირდება. სამი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოხუმის დაცემის 24 წლისთავის აღნიშვნისას ქართულ და აფხაზურ ენებზე გააკეთა განცხადება – მან ამ ომს ძმათამკვლელი უწოდა და თქვა, რომ „ეს იყო როგორც აფხაზების, ისე ქართველების წინააღმდეგ ომი, და მასში გამარჯვებული არავინაა”
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო