მან ესესაა ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდი გადაკვეთა. 4 იანვარი, 2018. REUTERS/Darren Ornitz
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს რეკორდული ყინვა დაატყდა. განსაკუთრებულად ძლიერი ყინვაა შტატებში – კაროლინაში, ტექსასში, კენტუკიში, ვისკონსინში. თითოეულ ამ შტატში უკვე აღინიშნა გაყინვით სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა. სინოპტიკოსები მიიჩნევენ, რომ უახლოეს ხანში დათბობას არ უნდა ველოდეთ. მათი პროგნოზით, კვირას, 7 იანვარს ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთს ახლი ქარიშხალი დაატყდება. მეტეოროლოგების აზრით, მალე ტემპერატურა, შესაძლოა, -30 გრადუსამდე დაეცეს. ამის შესახებ CNN იუწყება:
სუპერმარკეტიდან გამოსული ადამიანები საკუთარ მანქანასთან მიღწევას ცდილობენ. ქალაქი ბოსტონი, 4 იანვარი, 2018. REUTERS/Brian Snyder
ყინვებმა და ქარიშხალმა გასულ კვირას ამერიკელებს უკვე ბევრი უსიამოვნება მიაყენა. უკვე მრავალი ათასი ავიარეისი გადაიდო. იმ რაიონების მრავალი მაცხოვრებელი, სადაც ქარი ძალიან ძლიერი იყო, ელექტროობის გარეშე დარჩა.
გაცილებით მეტი ადამიანი დარჩა ელექტოენერგიის გარეშე კანადაში, რომელსაც ასევე შეეხო ანომალიური ყინვები.
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა და კანადაში ასობით სკოლა დაიხურა. ენერგეტიკული კომპანიები მაცხოვრებლებს ურჩევენ, გათბობის გამორთვის შემთხვევაში, თავიანთი სახლები დატოვონ და სხვა თავშესაფარი მოძებნონ. ბევრი ქალაქის ქუჩა ან დატბორილია, ან ყინულად არის ქცეული
ქალაქი ერი, პენსილვანიის შტატი. REUTERS/Robert Frank
დათბობა მხოლოდ მომავალი კვირის შუაშია მოსალოდნელი.
პიცერია ბოსტონში. ქუჩაში — მინუს 24. იანვარი, 2018. REUTERS/Brian Snyder