აზერბაიჯანში სტიპენდიის მიმღები სტუდენტების რიცხვი მცირდება
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანში განათლებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის მიმღებთა პროცენტი ყოველწლიურად მცირდება.
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე სასწავლო წელს აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში 163,8 ათასი სტუდენტი სწავლობს, ხოლო 2000 წელს მათი რიცხვი 119,7–ს შეადგენდა.
თუმცა, ამავდროულად სასწავლო სახელმწიფო სტიპენდიის მიმღები სტუდენტების პროცენტი ყოველწიურად მცირდება. დღეისთვის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების დასწრებული განყოფილებების სტუდენტთა მხოლო 36,3% იღებს სტიპენდიას. 200 წელს ეს მაჩვენებელი 45%–ს შეადგენდა. 2015 წელს სტიპენდიას სტუდენტების 37,3 % იღებდა.
აზერბაიჯანის უნივერსიტეტების სტუდენტების სტიპენდიის რაოდენობა მათ აკადემიურ მოსწრებაზეა დამოკიდებული. სტუდენტის სტიპენდია ბაკალავრის საფეხურზე, დაგროვილი ქულების მიხედვით, თვეში 50-დან 90 მანათამდე მერყეობს (25–დან 47,5–ევრომდე).