აზერბაიჯანში WhatsApp-ზე, Viber-სა და Skype-ზე წვდომა აღდგა
გაზიარება
გაზიარება
ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრომ ინტერნეტის ქსელის საშუალებით გაწეულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაში პრობლემების წარმოშობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ინტერნეტის ქსელის საშუალებით გაწეულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებისას ( Skype, Viber, Watsapp და სხვა) შეზღუდვების დაწესებამ, რაც ისლამური სოლიდარობის მე-4 თამაშების დროს მიღებული უსაფრთხოების ზომების შემადგენელი ნაწილი იყო, ონლაინ საკომუნიკაციო პროგრამებით სარგებლობისას, ჩვეულებრივი და ვიდეო ზარების განხორციელების დროს გარკვეული სიძნელეები წამოშვა” – ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში”.
სამინისტრო ირწმუნება, რომ სხვა ბევრ პროფილაქტიკურ ღონისძიებასთან ერთად, ქსელის განახლების სამუშაოებიც ჩატარდა.
“ამჟამად ტექნიკური განახლების სამუშაოები დასრულებულია. მოქალაქეებს ადგილობრივი და საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად ამ საკომუნიკაციო პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ”, – აღნიშნავს სამინისტრო.
საერთაშორისო ქსელების დაბლოკვის ისტორიას უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ JAMnews-ის ინფორმაციაში გაეცნოთ.