აზერბაიჯანულმა "ყარაბაღმა" ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს "სამტრედია" დაამარცხა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის ჩემპიონმა, საფერხბურთო კლუბმა “ყარაბაღმა ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა ქრთული “სამტრედია”, ანგარიშით 5-0, და პრაქტიკულად გაინაღდა ტურნირის შემდეგ შესარჩევ ეტაპზე გასვლა.
“ყარაბაღი” ამ თამაშამდე საეჭვო ფორმაში იყო. ის ყველა მოსამზადებელ შეხვედრაში დამარცხდა, თანაც რამდენიმე მათგანში – დიდი ანგარიშით. თუმცა, აზერბაიჯანის ყველაზე პოპულარული გუნდის გულშემატკივრებს მისი გამარჯვების სწამდათ, და ბაქოს ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონი თითქმის სამი მეოთხედით შეივსო.
შეიძლებოდა მეტი მაყურებელი ყოფილიყო, რომ არა “ყარაბაღის” ყველაზე დიდ ფანკლუბთან მატჩის წინ მომხდარი ინციდენტი. ფან კლუბი “იმარეტის” წევრებს პოლიტიკური შინაარსის უზარმაზარი პლაკატის შეტანის უფლება არ მისცეს. პლაკატი ერთი კვირის წინათ სომხური ჯარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაღუპულ ორი წლის ზაჰრა გულიევას ეძღვნებოდა; მასზე ეწერა: “დაღვრილის სისხლის ყველა წვეთზე პასუხს აგებთ”. პოლიციამ გულშემატკივრებს ამ პლაკატის გაშლის უფლება არ მისცა, რადგან სამართლიანად ივარაუდა, რომ ამას ევროპის საფეხბურთო კავშირის მხრიდან სანქციები მოჰყვებოდა – ჯარიმით დაწყებული, დისკვალიფიკაციამდეც კი. პროტესტის ნიშნად, კლუბ “იმარეტის” ფანების სრულმა შემადგენობამ სტადიონი დატოვა.
“იმარეტი” 1993 წელს ყარაბაღის ომის დროს ქალაქ აგდამში დანგრეული სტადიონის სახელია. ამჯერად კლუბ “ყარაბაღის” ბაზა დაბა გუზანლიშია, რომელიც აგდამის რაიონის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ქვემო ყარაბაღში მდებარეობს, თუმცა საერთაშორისო დონის მატჩებს ბაქოში მართავს.
სტადიონზე არ იყვნენ ასევე ქართული გუნდის გულშემატკივრები. მთელ სტადიონზე ერთდერთ დროშას მოვკარით თვალი, და ისიც პრესის ლოჟიდან იყო გადმოფენილი. შესაძლოა, ქართველმა გულშემატკივრებმა ბაქოში ჩამოსვლა ორი წლის წინანდელი ინციდენტის გამო გადაიფიქრეს, როდესაც აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თბილისის სტადიონზე პოლიტიკური და ნაციონალისტური ლოზუნგები გაისმოდა, ხოლო თამაშის შემდეგ “დინამო-ულტრასის” ფანებმა აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს სცემეს .
მიუხედავად დიდი ანგარიშისა, თავად თამაში საკმაოდ მოსაწყენი იყო. ორივე გუნდი უშვებდა ბევრ შეცდომას, რაც სეზონის დასაწყისში ცუდ ფორმაში ყოფნით შეიძლება აიხსნას. “გამოირჩეოდა” თურქი მსაჯიც, რომელმაც ქართველების კარში ორი სადავო პენალტი დანიშნა. სამტრედიის მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე უსამართლო მსაჯობაზე არ დაუჩივლია. მან თქვა: “ჩვენ მსაჯის გამო არ დავმარცხებულვართ, იმიტომ წავაგეთ, რომ “ყარაბაღი” უფრო ძლიერი იყო.”
სამხრეთკავკასიური დერბის საპასუხო შეხვედრა კი 18 ივლისს საქართველოში გაიმართება.