აზერბაიჯანის პარლამენტმა 2 დეკემბრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით თავის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე დეპუტატებმა კენჭი უყარეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატრებას და ამ ორი გადაწყვეტილების დამტკიცების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს.
პარლამენტის დათხოვნის იდეით გამოვიდა მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანი“, რომელიც პარლამენტის უმრავლესობას შეადგენს.
ოფიციალური ვერსია – ახლანდელი დეპუტატები პრეზიდენტის კურსსა და მის მიერ გატარებულ რეფორმებს არ შეესაბამებიან.
ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიის თანახმად, ეს პირველი ეტაპია ხელისუფლების პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მისი ცოლის, მეჰრიბან ელიევასთვის გადასაცემად, რომელიც ახლა პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს.
აზერბაიჯანში ახალი პარლამენტის არჩევას 2020 წლის ნოემბერში აპირებდნენ.
ოპოზიციის ნაწილი უკვე ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, ნაწილი კი ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს.
უფრო დაწვრილებით აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნის, საზოგადოებაში არსებული ვერსიებისა და რეაქციების შესახებ წაიკითხეთაქ .