ახალგაზრდა, ამბიციური მომღერალი წარმატებით მონაწილეობს ყველა შესაძლო კონკურსში _ შოუში «O ses Türkiye»–ში (თურქული ‘ვოისი’) მეოთხედფინალს მიაღწია, მეოთხე ადგილზე გავიდა პროექტში «Səs Azərbaycan» (აზერბაიჯანული ‘ვოისი’) და რამდენიმე წლის წინათ ევროვიზიის შესარჩევი ტურიც მოიგო.
1news-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობის მიხედვით, სიამრა რაჰიმლი წარდგება სიმღერით «Miracle». ეს კომპოზიცია, ‘ევროვიზიაზე’ გამომსვლელი აზერბაიჯანელი შემსრულებლების ტრადიციისამებრ, შვედი ავტორების მიერაა დაწერილი.